4 ნოემბერს ვერის ბაღში ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქცია, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, ასევე, რიგითმა მოქალაქეებმა.

გოგა ხაინდრავა (კინორეჟისორი): არჩევნებზე ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ, რომ ეს არის დიდი სირცხვილი ქართული საზოგადოებისთვის. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს 600.000 მოქალაქე ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნებას დაუჭერდა მხარს, ხმას მისცემდა ძალადობას, ცილისწამებას, სიცრუეს, საპატიმროებში არსებულ იმ უბედურებას, რომლის გამეორებაც ძალიან მიჭირს და მრცხვენია. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ეს თუ მისაღებია, მე არ ვიცი როგორ აპირებენ საკუთარი შვილებისთვის თვალებში ჩახედვას. საბედნიეროდ, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ქართველი ხალხი ვერასოდეს შეეგუება ძალადობას, სიცრუესა და სიყალბეს, რასაც ძალიან მარტივად დავადასტურებთ უახლოეს დღეებში საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ძალადობისთვის არასდროს მიგვიმართავს და არც ახლა ვაპირებთ, იქნება ქართველი ხალხის მტკიცე ნების მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა, რათა ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე ეს არ განხორციელებულა იმ მასშტაბით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური სექტა, რომელიც წამლავს საზოგადოებას. ამიტომ ნაციონალები პარლამენტში კი არ უნდა ისხდნენ, მაგალითად, ბოკერია, რომელიც მათი იდეოლოგი და მამოძრავებელი ძალაა, არამედ განსასჯელის სკამზე. ახლა ეს ვაშაძე გამოგვიგზავნეს რუსეთის უშიშროების სამსახურიდან, რიგითმა სააკაშვილმა ნაწილობრივ შეასრულა მათი დავალება, ქართული მიწების მხოლოდ 20% გადასცა რუსებს, ამიტომ ოფიცერი ვაშაძე გამოგვიგზავნეს, ხოლო გენერალი ალასანია მოსკოვში ზის, მაგრამ განწირულია მათი მცდელობები. საქართველოს მიმართულება განსაზღვრულია, ეს არის ევროპა, ცივილიზებული სამყარო, სახლი, რომელსაც განათლებულ ერებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით. ნაციონალები ყველაფრის მკადრებლები არიან. გრიგოლეტო ვაშაძემ საპატრიარქოსა და პატრიარქის ნათქვამი "გააყალბა" და პენსიონერები რომ მოეტყუებინა, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის რუსეთის უშიშროების სამსახურიდან გამოგზავნილი სიცრუეზე აგებული ტექნოლოგია. მე ორი თვის წინ ვამბობდი, რომ ნაციონალების ამ კამპანიის იდეოლოგი შკლიაროვი იყო ჩამოსული თავისი ათი დამქაშით და ცდილობდნენ რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულებას. სააკაშვილისა და ვაშაძის ამოცანაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა შეჩერდეს, მაგრამ ახლა სხვა დროა. ნაციონალები და მათი "პატრონები" ასე ვთქვათ, კალენდართან არიან წინააღმდეგობაში, ვერ ხვდებიან რომელი საუკუნეა, სად არის საქართველო და თვითონ სად არიან, ასე რომ, განწირულია მათი მცდელობები. სიმართლე გითხრათ, კარგია არჩევნებზე ეს შედეგი რომ დაიდო, ცივი შხაპი ყველას უხდება.

ზაზა სიამაშვილი (პროფესორი):
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხალხი დააბნიეს, "ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატურა უნდა წარმოედგინა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. გარდა ამისა, ხალხი გამწარებულია, გაოგნებულია იმ პროვოკაციით, შანტაჟითა და საბოტაჟით, რასაც მსხვილი ბიზნესმენები ეწევიან, თითქმის ყოველ საათში ვხედავთ, როგორ უფასურდება ლარი და იზრდება ფასები, რასაც მმართველი პარტია არ თუ ვერ აკონტროლებს. პარლამენტში "ქართული ოცნების~" ახალგაზრდული ფლანგი (მათი გვარსახელების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ) ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რაღაც განაყოფია "ევროპული საქართველოს" მგავსად. მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდი, რომ ხალხი ასე მასიურად დაუჭერდა მხარს ამ საზიზღარ ძალას, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, თუმცა წაეხმარნენ ხელისუფლებიდანაც. ძალიან გთხოვთ, რასაც ახლა გეტყვით, ეს არ ამოიღოთ, საკუთარი თვალით ვუყურებდი ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში რაც ხდებოდა, ძალიან ბევრი ქალაქის მერმა პირდაპირ მიართვა ეს შედეგი ნაციონალებსა და "ევროპულ საქართველოს". ამიტომ ნუ გვიკვირს დამდგარი შედეგი, ზუსტად ვიცი, რომ ეს მწარე გაკვეთილი საჭირო იყო ჩვენთვის, დღეს რა მუხტიცაა, კიდევ უფრო გაიზრდება. ალბათ ეს "შეტორტმანება" პოლიტიკაში საჭიროა, რომ ნაციონალები საბოლოოდ გავისტუმროთ, არამარტო პარტია, არამედ ლამის ოჯახებიანად, იმიტომ, რომ არ გათეთრდება ყორანი. 

გიორგი აბდალაძე (ნაციონალების მიერ რეპრესირებული ფოტორეპორტიორი): შეიძლება განაწყენებული ვართ მთავრობაზე და არც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მოგვწონს, მაგრამ ვალდებული ვართ ნაცჯალათებს დავუპირისპირდეთ, სააკაშვილს ვუთხრათ უარი. მე თუ განაწყენებული ვარ "ქართულ ოცნებაზე", წელიწადნახევარშია საპარლამენტო არჩევნები და იქ გამოვხატავ ჩემს პოზიციას. საპრეზიდენტო არჩევნები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ვაშაძე აპირებს ყველა ნაცჯალათის შეწყალებას, ბანდა ისევ უნდა შეიკრიბოს და მერე დაიწყებენ ერთიანად შეტევას. სანამ დაქუცმაცებულები არიან, კიდევ არის დრო, რომ ქვეყანაში ყველაფერი დავალაგოთ, თორემ ნაციონალებმა თუ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლებას, ამ ქვეყნის საქმე ერთხელ და სამუდამოდ იქნება დამთავრებული.

ლევან ჩიტაძე (ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებული უფლებადამცველი): ხალხმა "სათანადო" ადგილი მიუჩინა ნიანგებს, ვგულისხმობ "ნაცზონდერკამანდას", რომლებსაც წლების განმავლობაში ვებრძოდით, არაერთი ფაქტი გაგვიხმაურებია როგორ აწამებდნენ და ჩაგრავდნენ ადამიანებს. დღეს ეს "ნიანგები" ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და დაიკავონ მაღალი თანამდობები. მათ წინა საარჩევნო პერიოდშივე დაიწყეს პოლიტიკური ნიშნითა და კუთხურობით ადამიანების დიკრიმინაცია, რაც არის დაუშვებელი. ესენი თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იგივე განმეორდება, რაც ნაცრეჟიმის დროს ხდებოდა. ფაქტია, ნაციონალებს ყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე არა უთხრა ნაციონალებს, დღეს დემოკრატიული არჩევნებით ცდილობს ქვეყანაში ტირანია დააბრუნოს. როცა იცი ნაციონალების დაბრუნებას რა შეიძლება მოყვეს, იცი რომ დემოკრატიული ტარდება არჩევნები და ტირანიას აბრუნებ, ეს არის ნონსენსი, რაც საქართველოში თუ მოხდებოდა, არ მეგონა.



მეტის ნახვა
Yesterday, 16:00


გვესაუბრება პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი ბაღათერ არაბული:

_ ბატონო ბაღათერ, არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთ თვეში მეორე ტური გაიმართება. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

_ "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე პრობლემა შექმნა, რადგან საკუთარ ამომრჩეველს გამოკვეთილად არ უთხრა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს თუ საკუთარს შესთავაზებდა. როცა გაირკვა, `ქართული ოცნება~ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს, ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო, რადგან "ნაციონალებს" კარგა ხნის დაწყებული ჰქონდათ მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონული მასშტაბით. "ქართულმა ოცნებამ" სტარტი ძალიან გვიან აიღო, მათი სააგიტაციო-პროპაგანდისტული მანქანა, ფაქტობრივად, ჩავარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელევიზიები მთლიანად გრიგოლ ვაშაძეზე მუშაობდნენ, "იმედი" აქა-იქ, წყვეტილ-წყვეტილ აშუქებდა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებს მაშინ, როცა "რუსთავი 2" ყოველდღიურად დგამდა შოუებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ანტიპროპაგანდა მიდიოდა. ეს დიდი შეცდომა იყო. ასევე, შეცდომა იყო, როცა მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, პარტიული მუშაობა მოშალა _ არც საქალაქო შტაბი არსებობდა, არც რაიონული. რეგიონული შტაბები ყველა დახურული იყო. რეგიონებში ჩავდიოდი და მპასუხობდნენ, რომ ყველა შტაბი დახურულია. ამ დროს "ნაცები" გამწარებულები მუშაობდნენ. ჩემი აზრით, სამართლიანი ფაქტი დადგა. თავის დროზე  "ნაციონალებმა" ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნებოდნენ, ასე დაემართა `ქართული ოცნების~ გუნდსაც _ მათ დაიჯერეს, რომ ხალხთან ურთიერთობის, კომუნიკაციის გარეშე, ამ არჩევნებს, მაინც მოიგებდნენ. მათ მოსახლეობასთან კონტაქტი დაკარგეს.

"ქართული ოცნების" მთავარ შეცდომად ასევე, კოაბიტაციის შემოღებას მივიჩნევ. დამნაშავე სისტემის შემქმნელების საკვანძო თანამდებობებზე დატოვება არაფრით შეიძლებოდა. ეს ხალხი ყველგან დარჩა, მათ შორის, პარლამენტშიც. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი, რომელბიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს მთავარ ბრძოლაში მხარში ედგნენ გარიყულნი დარჩნენ. ჩანერგილმა "ნაციონალებმა" ივანიშვილის გვერდით მისი მხარდამჭერების ადგილი აღარ დატოვეს. შედეგად, ფაქტობრივად, "ნაცებმა" ყველა თავისი მხარდამჭერი არჩევნებზე მოიყვანეს. "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული ხალხი კი, ვინც მათ 2012 წელს აქტიურად უჭერდა მხარს, საარჩევნო ყუთთან აღარ მივიდა.

_ როგორ ფიქრობთ, მეორე ტურზე მივა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი?

_ ეს რაც მოხდა, კარგია იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" გამოფხიზლდება და თავის მხარდამჭერებს უფრო მეტად დააფასებს. მათ გუნდური მუშაობა უნდა დაიწყონ და მომხრეები კვლავ გვერდზე დაიყენონ. დღეს, ასეთი მოცემულობაა _ ერთ მხარესაა "ნაცმოძრაობა" თავისი ნგრევებით, ციხეებით, მკვლელობებით, ქუჩაში დახვრეტებით, გაუპატიურებებით. ხალხო კაცების გამაუპატიურებელი, უბირია არ მომკვდარა, ცოცხალია, "ნაცები" ვიაგრას ისევ იშოვიან და თუ არ გამოვფხიზლდებით კიდევ არაერთ ქართველს გააუპატიურებენ. ნუ გვავიწყდება, რომ რობაქიძის, გირგვლიანის მკვლელები ისევ შემართულები არიან. ვაშაძეს, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს იმდენი ჭკუა არ ყოფნის ახლა მაინც მოთოკოს თავისი ვნებები და ხმამაღლა აცხადებს: ბედუკაძეს შუბლს გავუხვრეტდიო. არადა, ამ კაცმა მთელი იმ სისტემის ბოროტება წარმოაჩინა. სააკაშვილი _ "ნაცების" ბელადი, მსოფლიო პოლიტიკური მაწანწალა გვემუქრება: ჩამოვალ და ყველას ტყავს გავაძრობო. ამიტომ, კარგად უნდა გავიაზროთ, რას მოგვიტანს ვაშაძის გამარჯვება. ეს ნიშნავს: დესტაბილიზაციას, მკვლელობებს, ციხეებს, მასიურ დაპატიმრებებს. თუ ადრე 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა, ახლა 500 ათასი გახდება. იმიტომ, რომ ვინც მანამდე დაუსჯელი დარჩათ ყველას დაერევიან, პატარა გამონათებასაც კი ჩააქრობენ, არ გააჭაჭანებენ დამოუკიდებელ პრესას, ტელევიზიას, სრული დიქტატურა დამყარდება. ვაშაძე ამბობს: შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას, უბირიას, ქარდავას. ეს გვინდა?! ამ მკვლელებმა საქართველო გაანადგურეს, 150 ახალგაზრდა ქუჩაში ჩახოცეს, ციხიდან ყოველთვე 5–10 მოკლული პატიმარი გამოჰყავდათ. ნუთუ, ქართველებს ამ მკვლელების დაბრუნება უნდათ? იმ შავბნელი დროის დაბრუნება გვინდა?! ჩემო ძვირფასო ქართველებო, მინდა გთხოვოთ, გონს მოვეგოთ. კი, შეიძლება გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ვის ვუბრაზდებით _ საქართველოს, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს? ჩვენ ხომ საქართველოსთვის ვიბრძვით და არა კონკრეტული პიროვნების მხარდასაჭერად. ჩვენ, პოზიციებისთვის, იმ მდგომარეობისთვის ვიბრძვით, რომელიც ხვალინდელი, უკეთესი საქართველოსთვის გვინდა. ბრძოლა არ დამთავრებულა, ის ახლა იწყება.

_ რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ხალხი?

_ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის პიროვნებაა, ვისაც ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. იგი არის ევროპაში დაბადებული, ღირსეული წინაპრების შთამომავალი. მოგეხსენებათ, საქართველოში ქალის, დედის ფენომენს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვახსოვს, თამარის მეფობისას რა დიდი რეფორმები განხორციელდა, დაიწერა "ვეფხისტყაოსანი". არაერთი გმირი ქალი გვყავდა _ ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი, თინა ვაშლოვნელი. ასევე, მეოცე საუკუნეში მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის 19 წლის ქალიშვილი _ მარო მაყაშვილი, რომელიც საქართველოს თავისუფლებას შეეწირა. ამ ქალების მხრებზე, წესიერებაზე, სინდისზე, ოჯახებზე იდგა საქართველო. სწორედ მათი შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი. იგი საფრანგეთში საქართველოს სიყვარულით გაიზარდა. მისი შვილები ქართულად ფანტასტიურად ლაპარაკობენ. სალომე საფრანგეთის დიპლომატიის წარმომადგენელი იყო, საქართველოში ჩამოვიდა, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და მისი უშუალო მოლაპარაკებებით რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოდან გავიდა. იგი ასევე, არის ლიტერატურის, ხელოვნების მოყვარული, კულტურის, ხელოვნების ფასი იცის. მშვენიერი ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც წარმოჩენილია საქართველოს დღევანდელობა. ასე, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატურაა. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქრთველო სტაბილური ქვეყანა იქნება და ევროპული განვითარების საშუალება მიეცემა, რასაკვირველია, ქართული ტრადიციების დაცვით. უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესია თავად ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ამჟამად, კვლავ გამარჯვებისთვის საჭიროა წესიერი, პატიოსანი კადრების გვერდით დაყენება. ჩვენ, თავისთავად ცხადია, გამარჯვებისთვის წინ დიდი ბრძოლა გველოდება, მაგრამ ამას სამართლიანი, კანონიერი გზით მოვიპოვებთ და მჯერა, ქართველი მოსახლეობა, აუცილებლად, მოვა არჩევნებზე და ღირსეულს დაუჭერს მხარს. ჩვენ, უნდა დავიცვათ საქართველო, ბრძოლა გრძელდება.

_ "ნაციონალები" კვლავ შავი პიარით ცდილობენ ფონს გასვლას. პრო-დასავლელად მონათლული ვაშაძე ზურაბიშვილს მოღალატეობას აბრალებს.

_ მთელი უბედურება იცით რა არის, `ქართულ ოცნებას~ ამაშიც დაასწრეს _ გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ვაშაძე რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში ატომისა და კოსმოსის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც არავინ მიგიღებდა თუ კაგებეში ჭიპმოჭრილი არ იყავი. კაცი ასეთ თანამდებობაზე იყო და ახლა, თურმე, რუსეთის წინააღმდეგია. ვინმეს დაავიწყდა, რომ ვაშაძემ 2008 წელს ხელის კანკალით დათმო რუსული პასპორტი. თავად ამბობს: რუსეთი ჩემი ნაწილიაო. ასეთი ადამიანის გაპრეზიდენტება, ამაზრზენია. ეს უსირცხვილოები სალომე ზურაბიშვილს სწამებენ ცილს, თურმე, რუსეთიდან შემოგზავნილია და ვაშაძე ყოფილა ევროპიდან შემოსული სინათლის სხივი. ეს კოშმარი, სირცხვილია. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისულები ვიყავით, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაგვეჭირა, მაგრამ ტელევიზიებმა არ გააშუქეს. თითქმის ყველა ტელევიზია "ნაცებს" ემსახურება. იგივე ითქმის არასამთავრობო ორგანიზაციებზე _ ყველა "ნაცმოძრაობასთანაა" მიბმული. ისინი იმ თეორიის, ფილოსოფიის გამომხატველნი არიან, რასაც "ნაცმოძრაობა" ქადაგებს, ეს ერთი მთელი ნაწილია. მინდა ხელისუფლებას ვთხოვო: გაკონტროლდეს მათი დაფინანსების წყაროები და იდეოლოგია. ერთი რამ მინდა ვთქვა: "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს "პიარშიკები", მრჩევლები. აბა, როგორ შეიძლებოდა წინასაარჩევნოდ კანაფის პლანტაციების თემის წინ წამოწევა. ანდა, როგორ შეიძლებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოლიბერალიზაციის კანონი მიეღო. საზოგადოება გადაირია. ეს თემა "ნაციონალებმა" სათავისოდ გამოიყენეს, მაშინვე აყვირდნენ: ჩვენ მოვალთ და ხელისუფლებას კანაფის პლანტაციების გაშენების უფლებას არ მივცემთო. ამით მოაგროვა ვაშაძემ ხმები. აქეთ, ტაქსების თეთრად გადაღებვაზე დაიწყეს საუბარი. მოკლედ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში `ქართული ოცნება~ საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობდა. ყველაფერმა, ჯამში, გამოიწვია ის, რა შედეგიც დადგა.

_ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ "ნაცებმა" "ევრონაცებთან" ერთად არჩევნებში 800 ათასი ხმა მიიღეს?

_ ამას ვერაფრით დავიჯერებ, რომ "ნაციონალებმა" 800 ათასი ხმა მიიღეს, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, მათ საარჩევნო კომისიებში ისევ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომელთაც კარგად იციან შედეგები როგორ გააყალბონ. შეცდომები იყო, მაგრამ ახლა, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ხვალინდელი დღე კი არის ის, რომ იმ ხალხმა, ვინც განვითარებულ, მშვიდ საქართველოზე, თავისი შვილების კარგ მომავალზე ფიქრობს ორ დეკემბერს მხარი საქართველოს, ჩვენი შვილების მომავალს დაუჭიროს. დრო აღარ გვაქვს. "ნაციონალების" მოსვლა, ჩემი აზრით, საქართველოს დაღუპვა იქნება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
Yesterday, 10:30


ღია წერილი ლევან ბერძენიშვილს

„რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“ – დიდი ამოცნობა არ სჭირდება, თუ რისთვის გავიხსენე ვაჟას ლექსის ლირიკული გმირის მაღაზნეობრივი შეგონება – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და მის ნაცმოძრაობას „შაეკრა“.

ვაშაძის „შტაბკვარწირაში“ ატუზული, ახალი პატრონის მაძიებელი ლევან ბერძენიშვილი იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა, რომ, არ დავმალავ, ბევრი ვიფიქრე, გამემეტებინა თუ არა ეს საბრალო არსება, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, სააკაშვილის მიერ რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებული ბერძენიშვილი ხვალ არ გაიმეორებს, პუტინის „პიარშჩიკის“, შკლიაროვის მიერ ვაშაძისათვის დაწერილ ნარატივს და სალომე ზურაბიშვილს არ გამოაცხადებს მოღალატედ და რუსეთის აგენტად. ვშიშობ, ცრუ და უბირი ოქრუაშვილის მსგავსად, ლევან ბერძენიშვილმაც სამშობლოს მოღალატეებად არ გამოაცხადოს მთელი ქართული ემიგრაცია (მიგვატოვესო, – თქვა ოქრუაშვილმა) და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ისეთი მამულიშვილები, როგორებიც იყვნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი სპირიდონ კეიდია და მისი სახლიკაცი მექი კეიდია (სალომეს ბაბუა დედის მხრიდან), გნებავთ, ბიძამისი – მიხეილ კეიდია, რომელსაც ქართველ შინდლერად მოიხსენიებენ, რადგან გერმანიაში სიკვდილისაგან იხსნა ქართველი ებრაელები; ანდა ივანე ზურაბიშვილი (სალომეს ბაბუა მამის მხრიდან). ასევე არსებობს იმის საშიშროებაც, რომ სამშობლოს მოღალატედ და რუსეთის აგენტად გამოცხადდეს ემიგრაციაში დაბადებული ზეინაბ კეიდია, სალომეს დედა, რადგან შვილებს გრამატიკულად გამართული ქართულით ვერ უყვებოდა ძილის წინ ჩვენებურ ზღაპრებს. 

დარწმუნებული ვარ, ლევან ბერძენიშვილი გულში თავს იმართლებს, რა მექნა, უსახსროდ და უმეკავშირეოდ დარჩენილს პარტია უნდა გადამერჩინაო, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რის მაქნისია თავზე ნაცარწაყრილი და გაბახებული, სამნიძის უბიოგრაფიო ქალის ამარა დარჩენილი პარტია.
ვისაც ჩემი ლიტერატურული წერილები თუ ესეები წაუკითხავს, ვფიქრობ, დამეთანხმება, მაქსიმალურად ვერიდები ღვარძლსა და სარკაზმს, პიროვნების შეურაცხყოფასა თუ ნიშნისმოგებას (სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ მოწოდებით დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია, თუმც ისიც ვნახეთ, როგორ უპასუხეს). ახლაც მიჭირს, როცა ლევან ბერძენიშვილს საცოდავი და შესაბრალისი ვუწოდე, მაგრამ ჩვენი საცოდავი ქვეყანა უფრო მებრალება, როცა ქართველი კაცის ასეთ უპრინციპობასა და უღონობას ვხედავ, როცა მეფე-პოეტის თქმისა არ იყოს, ვერაფრით დაგვიძლევია საუკუნეებში გამოტარებული ავი სენი — „ასე ჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინდა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან: უჩემოდ ვინ იმღერეთა?“. 

ჩემი გაცხარების მიზეზი მარტივია. ის მაწუხებს, რატომ წამოეგო სააკაშვილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რუსების ავანტურაზე? რატომ არ იყვირა მთელი მსოფლიოს გასაგონად? რატომ არ უხმო თბილისში ევროპელ პრეზიდენტებს (ისე, როგორც ეს ომის წაგების მერე გააკეთა): რუსები ტყვიებს გვიშენენ და მოგვეშველეთო? რა მიზანი ჰქონდა (უფლებაზე აღარაფერს ვამბობ), ცხინვალის დაბომბვასა, გინდაც დაცარიელებულისა? რა უფლება ჰქონდა სააკაშვილს ქართული მოსახლეობის ცეცხლის ხაზს იქით დატოვებისა? რატომ აღიარა ნაცმოძრაობამ ცხინვალის დაბომბვა? რატომ მოაწერა ამის თაობაზე ხელი დეკლარაციას, რომელსაც მუდამ აგვიფრიალებენ ცხვირწინ? რა აზრი აქვს ამ აღიარებისა და დანაშაულებრივი ქმედების სალომე ზურაბიშვილზე გადაბრალებას? სალომე ზურაბიშვილმა კი არა, მთელმა ერმა რომ ვიძახოთ, სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ელიტა ფრთიანი ანგელოზები იყვნენო, მათ მიერ ხელმოწერილი დეკლარაციისა და ტალიავინის დასკვნის შემდეგ დაგვიჯერებს ვინმე? თუ სირაქლემის პოზა გვიშველის? 

მითხრას ვინმემ, გნებავთ ე.წ. ფსევდოგაერთიანებული ოპოზიციიდან და გნებავთ მათმა ახალმა მოკავშირემ, ლევან ბერძენიშვილმა 1993-ში დაკარგულ აფხაზეთს, სააკაშვილის ნაცმოძრაობის უაზრო ავანტურის შედეგად კოდორის ხეობა და შუაგულ ქართლში მთელი ახალგორი და უამრავი ქართული სოფელი რატომ დავამატეთ? რატომ გავმართეთ რუსთაველზე ტაშ-ფანდური და თავი მოვიტყუეთ, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი მოვიგეთო? მანამდე კი ვითამაშ-ვიბურჭალეთ და თბილისში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთავრობა შევქმენით, ქვეყანას ათასობით ლტოლვილი შევმატეთ, თბილისიდან გორამდე, ნაწყალობევი ფულით, საქათმესავით სახლები ჩამოვამწკრივეთ (გულისტკივილით ვიხდი ბოდიშს ამ სახლების მაცხოვრებლების წინაშე) და შედეგად ნაცმოძრაობის ელიტას ფული ვაშოვნინეთ. 

მერე ვირტუალურ ყოფაში ცხოვრება დავიწყეთ — კლიპები გადავიღეთ, სიმღერები ჩავწერეთ, მომღერლები ვამღერეთ. ვირტუალურ სივრცეში აფხაზეთის დაბრუნებაც კი ვიზეიმეთ: კლიპის გახარებული და სახეგაბადრული მონაწილენი ერთმანეთს აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ. თუ არ ვცდები, ამ სიმღერას „მოდიხარ აფხაზეთში?!“ დავარქვით და კლიპის მონაწილეებს ღირსების ორდენები ჩამოვურიგეთ, თითქოსდა მართლაც დაიბრუნეს აფხაზეთი. 
ლევან, ახლა პირდაპირ შენ მოგმართავ: შენ, რომელსაც არც იუმორის გრძნობა გაკლია და, სხვათა შორის, არც ცინიზმი, უპასუხე ერსა და ქვეყანას, იყო თუ არა სააკაშვილის მხრიდან ყოველივე ეს მართლაც ცინიზმი და ჩვენი აბუჩად აგდება. აი, ამაზე თვალის დახუჭვას და მიშასა ნაცმოძრაობასთან ჩახუტებას ვერ გპატიობ, ლევან! საკუთარი ამბიციურობის ვერმოთოკვასა და მერკანტილიზმს ვერ გპატიობ, საკუთარი თავის მოტყუებასა და ხალხის გაბრიყვების მცდელობას ვერ გპატიობ, ლევან! მიშას და მისი ნაცმოძრაობის ავანტურის შედეგად დაღუპულ რამდენიმე ასეულ ქართველ ვაჟკაცს ვერ გპატიობ, სააკაშვილის მიერ გაჩუქებულ ახალგორში, მშობლიური სახლ-კარის მოსანახულებლად ჩასულ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლას ვერ გპატიობ. და კიდევ ვინ მოთვლის… რაც იმ ცხრა წელიწადში ნაცებმა სისხლი დაღვარეს, ნუ გაგიკვირდება და, ახლა იმის პასუხსაც შენგან ვითხოვ, ნაცმოძრაობასთან შერიგებულო და სააკაშვილის ბოდიშის „დიდსულოვნად“ მიმღებო, ლევან! ოღონდ ის მაინტერესებს, სააკაშვილმა სხვებთანაც თუ დაგაბარა ბოდიში? თუნდაც საკუთარ ნათლიმამასთან, შენს ყოფილ თანამებრძოლ კობა დავითაშვილთან, თავი რომ გაუტეხა და სამუდამოდ დააინვალიდა. სხვებზე, ასეულობით მოკლულ, გაუპატიურებულ, თვალდათხრილსა თუ მაღაზიის სახურავებზე შემოგდებულ ცხედრებზე აღარაფერს გკითხავ, იმიტომ რომ მგონი, ამნეზია დაგემართა, ოღონდ ეს, არა მგონია, ასაკის ბრალი იყოს, ამას სამწუხარო ზნეობრივი (?!) საფუძველი აქვს.

აღარც კი ვიცი, ნაცმოძრაობის რომელი დანაშაული გაგახსენო, ლევან! ვიცი, ვერ და არ გაიხსენებ, მაგრამ ერი და ქვეყანა ამის პასუხს ახლა შენგანაც მოითხოვს. მართალია, პოლიტიკური ამნეზია დაგემართა, მაგრამ, ვგონებ, შეძლებ, ცოტა რამ გაიხსენო ლიტერატურიდან. კერძოდ, საზოგადოების წინაშე გასაოცარი ზნეობრივი პასუხისმგებლობით აღვსილი ხევისბერის სიტყვები: „მოძმეთ სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს!“ ამაზე რა პასუხი გაქვს, ლევან! შენ რომ მიშამ ბოდიში მოგიხადა და რაღაც საცოდავ თანამდებობასა თუ ფულს დაგპირდა, ეს ვერაფერი პასუხია!

ამირან გომართელი

მეტის ნახვა
10-11-2018, 14:30


აი, ხალხო, ამხანაგმა ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მაგრამ მაინც იძახის, გავიმარჯვეო. მე არ მიკვირს, ეს “ნაცხროვის” ხელწერაა - ალბათ გახსოვთ (ან კი რა დაგავიწყებთ?), 2008-ში რუსებთან ომი რომ წააგეს და მაინც ამტკიცებდნენ, დღემდე ამტკიცებენ, მოვიგეთო, მტერი თბილისში არ შემოვუშვით, ჩვენი შეეშინდათო. ასეთი განცხადებების კეთება მას შემდეგ დაიწყეს, წითელი ხიდიდან რომ მობრუნდნენ, ცოტა რომ მოიკეთეს, ჰალსტუხების ღეჭვას რომ შეეშვნენ და თავები ასწიეს. 

ჰოდა, ახლაც იძახიან, მოვიგეთო. ამ დროს “ოცნების” “სასტავი” შეცბა, დაიბნა და ცოტა არ იყოს, წახდა. გამოხტნენ ე.წ. ლიდერები და დაიწყეს: ნწუ, ნწუ, ნწუ... ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გამოგვიგზავნა, სილა გაგვაწნა, ყვითელი ბარათი გვიჩვენაო. სიმართლე გითხრათ, არც უმაგისობაა, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც არჩევნების გაყალბებაა “ნაცხროვის” მხრიდან. თითქოს დაუჯერებელია, ე.წ. ოპოზიციამ ხელისუფლებას როგორ უნდა გაუყალბოს არჩევნები, ჩვენში ხომ არჩევნებს ყოველთვის ხელისუფლება აყალბებდა? არა, ჩემო კარგებო, “ნაცხროვა” გახლავთ გაყალბების დიდოსტატი ჯერ კიდევ ედუარდ ამბროსოვიჩის ეპოქიდან მოყოლებული. ალბათ გახსოვთ (ან კი რა დაგავიწყებთ?), როგორ “ტექნოლოგიებს” ამუშავებდნენ მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი. ბუნებრივია, ამ ნაძირლების მიერ დამუშავებული “ტექნოლოგიები” უფრო გაუმჯობესდა ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და ტელეფონების განვითარების შემდეგ. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, “ნაცხროვის” ნაძირლობამ მიაღწია გაუგონარ აპოგეას.
 
მაშ ასე, დავიწყოთ იქიდან, რომ “ნაცმოძრაობამ” (და არა ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს) გაყალბება დაიწყო პირველივე დღეებიდან, როცა სალომე ზურაბიშვილს “მოღალატის” იარლიყი მიაწება. აგერ, გავიდა ცოტა დრო, გაიარა პირველმა ტურმა და ჩვენ ვხედავთ, როგორ გულაობენ “კაგებეშნიკ” ვაშაძის საარჩევნო შტაბში რუსები ვინმე “პიარშიკ” შკლიაროვის თამადობით. “ნაციონალების” სტრატეგია თავიდანვე გაშიფრული იყო, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ანალიზის უნარი დაკარგული აქვს, ამ მეთოდმა მაინც იმუშავა. რეგიონებში ასევე მაგრად იმუშავა 400-ლარიანი პენსიის დაპირებამ. კი, ბატონო, ჩვენ ვიცით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა, პრეზიდენტს პენსიის გაზრდა ნამდვილად არ ეხება, მაგრამ ისევ მივდივართ გონებრივ სისუსტესთან, ანუ ბევრმა ეს საკენკი აკენკა. საერთოდ, ჩვენს ამორტიზებულ საზოგადოებაში კარგად ჭრის ბინძური აგრესია და ეს კარგად გამოიყენეს ავანტიურისტებმა - ისინი არ ერიდებოდნენ და არც დღეს ერიდებიან მუქარას, შანტაჟს, ლანძღვა-გინებას. თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოების ნაწილს მოსწონს, როცა ვინმეს იჭერენ, აპატიმრებენ, აუპატიურებენ და აწამებენ. დიახ, მე თუ უმუშევარი ვარ, სხვამ რატომ უნდა იაროს სამსახურში, სხვამ რატომ უნდა აკეთოს ბიზნესი, რატომ უნდა იშოვოს ფული? აქ ავტომატურად ერთვება სტალინური აზროვნება - დაიჭირეთ, წაართვით, გააკულაკეთ, დააპატიმრეთ, აწამეთ! 

ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს ხალხი 100 პროცენტით ტყუის და ეს ხელისუფლება მართალია, არა, მე ვსაუბრობ მხოლოდ საარჩევნო მასკარადზე, სადაც ე.წ. პოლიტიკოსები კადრულობენ ყველაფერს და რაღაც ეტაპზე მიზანსაც აღწევენ. ამ არჩევნებში (ვგულისხმობ პირველ ტურს) წააგო არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ კაი გვარიანად გააყალბა “ნაცმოძრაობამ” და დაგიდებთ მაგალითებსაც: პირველი - მათ იმუშავეს, დააშანტაჟეს და მოისყიდეს ყველა, ვისი დაშანტაჟება და მოსყიდვაც შეიძლებოდა. მოსახლეობაში არიგებდნენ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე “ოცნება”. ამ შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა “იქით შეედავე”-ს პრინციპმა, მიდიოდა კამპანია, თითქოს “ოცნების” წარმომადგენლები ხალხს ფულს სთავაზობდნენ. აქ “ოცნება” დაკომპლექსდა და გადავიდა თავის მართლების რეჟიმში. ბოლოს კი მივიღეთ რა? შიშის გამო მმართველი პარტიის წევრები ახლოს არ გაეკარნენ მოსახლეობას, ემანდ მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში არ დაგვადანაშაულონო; მეორე - “ნაცმოძრაობამ” კარგად გამოიყენა “ოცნების” დაბნეულობა და მოსუფთავებული საარჩევნო მინდორი. მაგალითად, რეგიონებში, სადაც პენსიონერებს და ავადმყოფებს, ინვალიდებს საარჩევნო უბნებამდე მისვლა უჭირთ, არსებობს გადასატანი ყუთები, ანუ სახლში მიკითხების მეთოდი. “ნაცები” მასობრივად ითხოვდნენ ამ ყუთებს, მიჰქონდათ თითქოს გარკვეულ მისამართზე, მაგრამ სინამდვილეში მიჰქონდათ გაუკრვეველი მიმართულებით და შიგ რას ყრიდნენ, კაცმა არ იცის. უბედურების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ მიჰყვებოდნენ ცესკოს და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ანუ კომისიის წევრები. გამოდის, მგელს ბატკანს აბარებდნენ მოსავლელად; მესამე - “ნაცხროვამ” ასევე წარმატებით გამოიყენა ფსიქოლოგიური ტერორის მეთოდი არა მხოლოდ თბილისში, არამედ (უფრო მეტად) რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ის მძევალია.

ამ ტერორის ხელწერა ძველია, უკვე ნაცადი, თუ აქამდე არ მუშაობდა, ახლა იმუშავა: ჩვენ უკვე მოვედით, ხელისუფლებას გადავიფორმებთ და ამით დამთავრდება, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ! ეს პროპაგანდა მიდიოდა თვეების განმავლობაში და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც დაფიქრდა - ვგონებ, ესენი მართლა მოდიანო. აქვე გაჩნდა მეორე ვერსიაც: ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას “ნაციონალებს” აბარებს, მათთან გარიგებულია! ამ ვერსიამ ხომ მთლად დააბნია ხალხი; მეოთხე - როგორც კი “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში ეგრევე გაჩნდა მოსყიდული მედია, რაც ბოლო დროს გადავიდა სრულ მარაზმში. გადართავ ტელევიზორს - “ნაცი” ლაპარაკობს, გადმორთავ - “ნაცი” გვიკითხავს მორალს, ისევ გადართავ - “ნაცი” გაჰკივის ბოლო ხმაზე, პატიოსნებასა და სიყვარულზე ქადაგებს... კი, ამ ყველაფერმა ხალხის ნაწილში კი გამოიწვია ზიზღი, მაგრამ ბევრი გაება დიდი ფულით დაგებულ მახეში. მედიის მოსყიდვა და “რუსთავი 2”-ის ფილიალებად გადაქცევა არის არჩევნების გაყალბების მთავარი საფუძველი - ადამიანებს გამოურეცხეს ტვინები და შავი მოაჩვენეს თეთრად. მეხუთე - “ნაცხროვამ” გამოიყენა რა “ოცნების” სისუსტე პიარის კუთხით, თითქმის ყველა მედიასაშუალება, მცირე გამონაკლისის გარდა, აქცია პროპაგანდისტულ მანქანად. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ გაერკვა, ან არ გაერკვა პიარისა და პროპაგანდის საფუძვლებში და სახელმწიფო სამსახურებში შეყარა თუ შეაყრევინეს ძველი, “კრუგზე” მომუშავე, გაცვეთილი ე.წ. ჟურნალისტები. ისინი სხედან საპასუხისმგებლო სავარძლებში და დაკავებულნი არიან “სელფაობით”, თავიანთი დაჩამიჩებული თეძო-ბარძაყების გამომზეურებით. ისინი იღებენ კაი ხელფასებს არაფერში... უფრო სწორად, საბოტაჟსა და მოსახლეობის გამწარებაში. მაგალითად, რა მოხდა თბილისის მერიაში კახა კალაძის მისვლის შემდეგ? პარადოქსია - იქ მიიყვანეს ქუჩაში ნაპოვნი ძაღლი, დააბინავეს, აჭამეს, ასვეს, მოუარეს, ხოლო პარტია “ქართული ოცნების” წევრები, რომლებსაც კალაძის მხარდაჭერის გამო “ნაცები” შეურაცხყოფას აყენებდნენ და საბოტაჟს ეწეოდნენ, გაუშვეს, გაყარეს, ქუჩისკენ მიუთითეს. მიზეზად გადატვირთული შტატები დაასახელეს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ერთ კვირაში იმავე პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადეს და იცით, კონკურსანტებს გამოცდა ვინ ჩაუტარა? არ დაიჯერებთ, მერიის დაცვის უფროსმა (!!!) და იცით, თავისუფალი ადგილები ვისით შეავსეს? არ დაიჯერებთ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ირინა ჭეიშვილის “ნაციონალი” ნათესავ-მეგობრებით. რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის პიარი, მხოლოდ გაუმართავი, სტილისტურად საცოდავი “ნიუსების” გავრცელებას? შეიძლება რაღაც დოზით ეგეც საჭიროა, მაგრამ სახელმწიფოსთვის მთავარია პროპაგანდა და იდეოლოგია. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში ინფორმაციის მიწოდების წყარო არ გახლავთ მხოლოდ სოციალური ქსელები, ინტერნეტი და ტელევიზია, ამათ დაავიწყდათ, რომ არსებობს ბეჭდური მედიაც, რომლის შესახებაც სახელმწიფო პრესსამსახურებში მოკალათებულმა “გოგოშკებმა” და “ბიჭუშკებმა” არაფერი იციან. რეგიონებში ბევრგან არ არის ინტერნეტი, თუ არის, იმდენად ძვირია, რომ ბევრი უარს ამბობს და ისევ ბეჭდურ მედიაზეა დამოკიდებული. რეგიონებში ასი ათასობით ადამიანს არ აქვს კომპიუტერთან ურთიერთობის სურვილი, ზოგს ასაკიდან გამომდინარე, ზოგს კიდევ ხელმოკლეობის გამო. სხვათა შორის, ასეთები თბილისსა და სხვა ქალაქებშიც მრავლად არიან, სადაც აუცილებლად საჭიროა პირადი ურთიერთობები. გამოვა დეპუტატი, თავის “ფეისბუქგვერდზე” რაღაცას დაჯღაბნის, ხუთი კაცი დაულაიქებს და ჰგონია, მთელი სამყარო შეძრა. ეს ნაძირალა “ნაციონალები” ყველგან დაძრწიან, ხალხს ატყუებენ, გონებას უბნელებენ, ტვინებს ურეცხავენ, პენსიის გაზრდას პირდებიან და ბევრი ტყუვდება, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს პენსიის კი არა, საკუთარი ხელფასის გაზრდაც არ შეუძლია. 

“ნაცმოძრაობის” პროპაგანდის ნაწილია მიხეილ სააკაშვილის “მოღვაწეობა” ამსტერდამიდან. ამ ადამიანს შეუძლია, დღეში ცხრაჯერ გარდაისახოს - ხან ფამილარია, ხან ფარისეველი, ხან თვალცრემლიანი მიმტევებელი, ხან კი დორბლიანი მრისხანე. მას შეუძლია, ითამაშოს, თავი კეთილ ჯადოქრად მოგაჩვენოს, მაგრამ ხშირად იშიფრება და წინადადებებს შორის ავლენს თავის ავ ზრახვებს. მაგალითი გნებავთ? ა, ბატონებო: მიხომ “რუსთავი 2”-ს უთხრა, მე რეგიონული ლიდერი ვარ, საქართველოში არავითარი თანამდებობა არ მინდა, უბრალოდ არაფორმალური მმართველი ვიქნები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ივანიშვილივით ფული და დიდი სახლი არ გამაჩნიაო. აქ ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც ძველებისგან ვიცი.

საუკუნეების წინ ტიფლისიდან ქიზიყში ერთი ჩარჩი ჩავიდა, დასახლდა, მიწები იყიდა და ერთ დღესაც თავი ბატონად გამოაცხადა. არაო, გაგიჟდნენ ქიზიყელები, თუ ბატონი აუცილებელია, მაშინ ისევ ჩვენი შაქრო იყოს, შენ ვინ ოხერი ხარო? შეკრეს პირობა ტიბაანელებმა, ბოდბისხეველებმა, ჯუგაანელებმა, ბოდბელებმა, მიუხტნენ ფიწლებით და კუდით ქვა ასროლინეს. ჰოდა, შე წუპაკო მიხავ, თუ არაფორმალური მმართველობა აუცილებელია, ისევ ბიძინა იყოს, ფულს მაინც ხარჯავს და სახლი მაინც აქვს! 

გაქსუებულმა მიხომ ისიც გამოგვიცხადა, ჩემი ხელისუფლების წევრები ციხეში რომ სხედან, მაგათ თანამდებობებზე არ დავნიშნავ - წავიდნენ, დაისვენონ, ოჯახებს დაუბრუნდნენ, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ უცხოეთის ქვეყნებში იმოგზაურონო. ჯერ ერთი, ეს აფრენს კაი გვარიანად, გეგონება უკვე ჩაიბარა ქვეყანა და მეორეც - როგორ წარმოგიდგენიათ, ჯალათებს რომ ვამოგზაურებთ ჩვენი ხელშეწყობით?! ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ბებიათქვენის ტრაკმა!

ღალატი! - აი, ის საშინელი სიტყვა, რომელმაც “ქართული ოცნება” ყველაზე მეტად დააზარალა. ღალატი + შიში! ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა “ოცნების” ზოგიერთი დეპუტატი, სახელმწიფო მოხელე თუ რიგითი ჩინოვნიკი დააყენა ღალატის გზაზე. ბოლოს დროს თვალშისაცემი გახდა მავანთა დაუძლურება და “ნაციონალებისკენ” გადახრა. ეს გამოიწვია ავბედითმა კოჰაბიტაციამაც - ბევრმა არასწორად გაიგო ავაზაკებთან თანაცხოვრების არსი. მეტიც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თვით ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაშიც ბევრი ვერ მიხვდა, რას წარმოადგენს ბატონი ბიძინა, ვინ არის და რა უნდა. დიახ, თავი მოაქვთ მასთან ახლობლობით, მაგრამ მას არ იცნობენ. თქვე ოჯახაშენებულებო, ადამიანი მუდმივად აკრიტიკებს “ნაციონალებს” და ამავე დროს ამბობს, ეგენიც ჩვენი შვილები, ძმები და დები არიან, უნდა მოვაქციოთო. ეს სიტყვები ახალი არ არის ჩემთვის, ამას ამბობდა ჯერ კიდევ 2012-ში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მომხრეები უნდა გაყაროთ სამსახურებიდან და “ნაციონალები” კიდევ მიიღოთ? აი, ღალატის პირველი ნიშანი - დღეს სახელმწიფო სამსახურებში ამ ხელისუფლების მომხრეები უმცირესობაში არიან და ვაშაძის მომხრეებისგან განიცდიან საშინელ წნეხს. დავუბრუნდეთ ღალატის თემას: მაგალითად, რა მოხდა სამტრედიაში, რატომ წააგო კახა კალაძემ თავის რაიონში? იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ისევ ღალატს და გულგრილობას. პირველი ტურის წინ მე შინაურულად შემატყობინეს, რომ “ქართული ოცნების” “სასტავი” ტრაკს ცუდად ათამაშებდა. ეს ინფორმაცია გადავეცი იმ ადამიანს, ვისაც ეხებოდა. არ არსებობსო, გამორიცხულიაო, მაგათ საკუთარ თავზე მეტად ვენდობითო. აჰა, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ენდე და ენდეეე! თავიც კი არ შეიწუხეს, რომ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინათ, წამოწვნენ მხართეძოზე, ეგონათ, იოლად მოიგებდნენ. მარცხის შემდეგ, მომდევნო დღეებში “ოცნების” შტაბში იჯდა ორი კინკილა ახალგაზრდა, ხოლო “ნაციონალების” შტაბთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იყო. ეს რაზე მიანიშნებს, ღალატზე, ხომ? ეს ინფორმაციაც მივაწოდე (არადა, თვითონაც უნდა სცოდნოდათ) სადაც ჯერ არს და ამჯერად მოჰყვა რეაგირება, ყურები შეიბერტყეს. შემდეგი მაგალითი ეხება ჩემს მშობლიურ სიღნაღის რაიონს. ვცდილობ, ამ საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგე, იქ უამრავი შინაური მყავს, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ვერავის დავინდობ. ახლა მივმართავ სიღნაღის დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს, რომელიც “ქართული ოცნებიდან” შევიდა პარლამენტში: შვილო თუ ძმაო, ერთი აქეთ მოიხედე... ცხოვრება ჭრელია, შეიძლება ხან მერი არ მოგწონდეს, ხან საკრებულოს თავმჯდომარე, შეიძლება ვიღაცა გეზიზღებოდეს, ან უზომოდ გიყვარდეს, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ქვეყანა შენს ბოღმას არ უნდა გადააყოლო და როცა საქმე მის მომავალს ეხება, ნერვები უნდა დაიოკო. შენ ხალ ხალხის რჩეული, თუ საარჩევნო შტაბში არეულობაა, თუ ჩინოვნიკები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, განზე კი არ უნდა გადგე, მოვლენების ცენტრში უნდა ტრიალებდე! 

აი, ასე, ჩემო მკითხველო, ალბათ მიხვდით, რა ხდებოდა სიღნაღის საარჩევნო შტაბში - ძაღლი პატრონს ვერ სცნობდაო, სწორედ ისე იყო საქმე და ამით იხეირეს კიდეც “მიშმაკებმა”. სხვათა შორის, იქვე, კახეთის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარს უთქვამს შინაურულ წრეში - რა ვქნა, კაცო, “ნაცები” მაინც მოდიან და იძულებული ვარ, იმატ მხარეს გადავიდე, აბა, პარლამენტს ხომ არ ჩამოვშლითო? ეს მაჟორიტარიც “ქართულმა ოცნებამ” შეათრია პარლამენტში. იგივე უნდა ითქვას სამტრედიაზე და საერთოდ, მაჟორიტარები რომ არ გაეკარნენ თავიანთ საარჩევნო შტაბებს, ნეტა რაზე მიანიშნებს, ღალატზე ხომ არა?!

* * *
რაღა დაგიმალოთ და... მეორე ტურის წინ კი გამოცოცხლდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. როგორც სანდო წყაროები მატყობინებენ, “ნაცხროვის” ოდიოზური ფიგურები აქტიურად აწარმოებენ იატაკვეშა მუშაობას - კაფეებში, რესტორნებსა და ბნელ ადგილებში ხვდებიან ასევე საზოგადოების ოდიოზურ ფიგურებს, ცნობილ სახეებს და თავიანთებურად “აბამენ” - ზოგს აშანტაჟებენ, ზოგს კიდევ ფულს და თანამდებობას პირდებიან. “ნაცხროველები” ყველას არწმუნებენ, რომ “ქართული ოცნება” უკვე დამთავრებულია და მომავალი მათ ეკუთვნით. ორიოდე სიტყვით უნდა მოვიხსენიო “რესპუბლიკელებიც”, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა წამოყარა სარკოფაგიდან. 

ეს იყო 2012 წლის გაზაფხული. მე და ბატონმა ბიძინამ ბევრ საკითზე ვისაუბრეთ. არავინ გვესწრებოდა, ორნი ვიყავით. “რესპუბლიკელებზე” ჩამოვარდა სიტყვა. ბატონმა ბიძინამ მკითხა, რას უწუნებო? მოღალატეები არიან-მეთქი. რას გულისხმობო? ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, ყველგან იყვნენ, ყველას აეკიდნენ და ბოლოს ყველას უღალატეს, არც თქვენ დაგინდობენ-მეთქი. განათლებული ხალხია, გამოსადეგიო. განათლებული კი არა, გაიძვერა ხალხია-მეთქი. კარგიო, ყველაფერი კარგად იქნებაო.

გავიდა ცოტა ხანი და “რესპუბლიკელებმა” მართლაც დაიწყეს ჩვეული სტილით მოქმედე- ბა. ახლა კი მიცვივდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიცი, ივანიშვილს იმ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ასეთმა მიდგომამ მაინც გაანაწყენა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ამიტომაც დადგა არასახარბიელო შედეგი.

სხვათა შორის, “რესპუბლიკელები” ღალატით მივიდნენ ივანიშვილთან, სანამ მივიდოდნენ, უკვე დაჩამიჩებული ლევან ბერძენიშვილი წინასწარმეტყველებ- და, ეგ 7 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, შანსი არ აქვსო. მერე შეეთრნენ პარლამენტში და დაიწყეს ბრიქაობა, ყველას ზემოდან უყურებდნენ, ერთი-ორჯერ მოხვდათ კიდეც კულუარებში.

როცა ყველაფერს მიხვდნენ “ოცნებაში”, ანუ ბიძინა ივანიშვილის კარზე, კი ამოარტყეს პანჩური 00,1-პროცენტიან “სამადავოლნი ბალვანებს”, მაგრამ
ჩვენ ხომ ამასობაში ნერვები გაგვიფუჭდა?!

და ბოლოს... ჩვენ ამ ომსაც მოვიგებთ მეორე ტურში, აქ უკვე ლაპარაკი არ არის, დაო ზურაბიშვილო, შენზე და რაიმე პოლიტიკაზე, როგორც “იმედის” “ღამის შოუში” იხუმრეს, ახლა ცოცხები ერთ ადგილას გვაქვს მობჯენილი და მეორე ტურში გადაწყდება, ეს ცოცხები უკან წავა თუ წინ წამოვა. შენ კი, ამხანაგო ვაშაძევ, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, ბოლომდე ხარ შე ოღრაშო!


გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
10-11-2018, 08:00


პირველი ფაქტორი

სადღეისო პრობლემა უფრო ნათლად რომ წარმოჩინდეს, ამ ყველაფრის მამოძრავებელ ძალას მივაპყრობ თქვენის ყურადღებას – ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფენომენს. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი სამამულო ტვირთის მხრებით აწევა მხოლოდ ამ ერთადერთმა პიროვნებამ შეძლო, რომელმაც საქართველო ფაქტობრივად გადაარჩინა უეჭველი ზნეობრივი გაპარტახებისაგან. ამ განცდას სულის შეგუბებამდე ამძაფრებს პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" V ყრილობაზე მის მიერ წარმოთქმული ძელგი სიტყვა. მოვიშველიებთ მის დასკვნით აკორდს: "მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!" და ჩვენც გვჯერა საქართველოს სწორუპოვარი ჭირისუფალის, მისი ლხინისმტე პიროვნების, მავანთაგან მაოხრებლად ცილდაწამებულის, რომელიც ფაქტობრივი საქართველოს ლობის ამპლუაში მოვლენია ჩვენს გვემულ ჯიშ-ჯილაგს. მიდი ახლა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი თუ გიფხაკუნებს გონებაში, ნუ ენდობი მის კანდიდატს საქართველოს პრეზოდენტობაზე – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის!

მეორე ფაქტორი

ნაციონალურ მოძრაობას ელექტორატის გარკვეული ოდენობა ჰყავს სტაბილურად. ამ ხალხს დღემდე ვერაფრით შეუგნია მათი ფავორიტი პარტიის მავნებლობა. ეს მასა ძირითადად გვარნაცვალი საქართველოა, საქართველოს ხიზანი მოსახლეობა საუკუნეებშის განმავლობაში, რომელთაც უჭირთ ორი კულტურის სამსახური. ადრე რუსულით იოლას გადიოდნენ. ახლა, როცა რუსულს ფრთები დაუმოკლდა, ხოლო ქართული ფასეულობანი მათ ჯეროვნად "არ ეკერკებათ", ცხადია, ურჩევნიათ ნაციონალების მიერ შემოთავაზებული სახელმწიფოებრივი წყობა – სინგაპურიზაცია, სადაც ამერიკისა არ იყოს, ეროვნულობას მნიშვნელობა არ ექნება. იქნება ერთი სახელმწიფო ენა და მორჩა. "ნაციონალები" თავიანთი მოწონებული პროექტით – იუსტიციის სახლით, თვით ჰილარი კლინტონიც რომ აღაფრთოვანა, უსწრაფესად ხერხდება ქართული მიწების რაღაც სამოწყალო ლარებში დასაკუთრება. ამისი ძირითადი მიზანი საქართველოში ქართული ფენომენის მოშთობა, ქართული ფენომენის ამოძირკვაა, პრივილიგირებულნი იყვნენ რუსები, სომხები, ქურთები, აზერბაიჯანლები, და კიდევ 80 ეროვნებას მიმატებული ბოლოდროინდელი, ჯერაც აღურიცხველი ჩინელობა, ინდიელობა, არაბობა, თურქობა და ვინ მოსთვლის. აი, ამ ყველაფრის ფონზე, მოდის ქალბატონი სალომე და თამამად ძრავს სიტყვას ქართველი მიგრანტების სამშობლოში მასობრივ დაბრუნებაზე. ეს კი ლიტონი განაცხადი სულაც არ არის. ქართველის სამშობლოში დაბრუნება გულისხმობს სამუშაო ადგილების მომრავლებას. ეს ურთიერთკავშირშია ენდემური ჯიშების აღორძინებასთან, როგორიცაა: ძიკი კვარაცხელიას მომცრო ტანის მუქწითელი შეფერილობის ძროხები, მეკამეჩეობა, მეღორეობა, მეთხეობა, ჩაის კულტურის, მემარცვლეობის დაწინაურება, მუხურის უნიკალური გრძელხორთუმა ფუტკრის მოშენება მთელს მსოფლიოში. აი, რანაირი კარდინალური სხვაობაა `ნაცების~ ხედვასა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პლატფორმას შირის. გასაკვირი არც არის, ის ხომ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსია და ამავდროულად კონგენიალური სოციოლოგყ-ფილოსოფოსის, ნეტარხსენებული ჯანრი კაშიას თანამეცხედრე.

მესამე ფაქტორი

გუშინწინ, გუშინ საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავისუფლების, ამაღლებული სულიერების მექადანაა, მეცივღომე პოლიტიკანებისგან არ ესწავლება, რა, სად, როგორ, რანაირად. დიახაც, საფრანგეთში უმაღლეს დონეზეა აყვანილი ნაციონალურ სახემწიფოში სხვა ეთნიკური ჯგიფების ინტერესების დაცვა, ადამიანური უფლებებისთვის რუდუნი ზოგადად. ბევრს ნუ ტრაბახობს აშშ, თითქოს მათთან ნულამდეა დაყვანილი დემოგრაფიული პრობლემები. არაფერიც! ეთნიკური ჯგუფები ფაქტობრივად ქმნიან მონონაციონალურ სეგმენტებს დიდ ქალაქებში, რომლებიც ცნობილია ლათინური კვარტალის, ჩინური კედელის, ინდიელთა რეზევაციის და ა. შ. სოციალურ კუნძულებად. საფრანგეთში, კი ეთნიკური უმცირესობისადმი ზუსტად ისეთივე მიდგომებია, როგორც საქართველოში. გაგვახსენდება, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული პატივს მივაგებდით რელიგიურ აღმსარებლობებს, ნაბდის გაშლა მიწაზე ათი-ათორმეტი დასახელების ეკლესია-მონასტერი თანამეზობლობდა. აქ არავინ იდევნებოდა საკუთარი სკოლებისა და თეატრების გამართვის გამო. იგივე დამოკიდებულებაა გაზეთების, წიგნების დასტამბვის მხრივ. მე ჩემს `სიცოცხლემისჯილზე~ პრიორიტეტულ წინადადებად წავუწერე ქალბატონს "სამოქალაქო ინტეგრაცია" ეროვნული თანხმობის მხარდამხარ. აი, ამ ორი ფენომენის შერწყმის შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო ქმედითუნარიან საზოგადოებას და ამისი გარანტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება უდავოდ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ამასწინათ ფრანგულად გამოსაული მისი ჩინებული წიგნი `საქართველოსკენ~, სადაც უმთავრეს ფასეულობად გამოცხადებულია უფალთან გაიგივებული სიტყვა და მისი მსახური ხალხი. ამის თაობაზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატს ელექტორატთან შეხვედრისას ქუთაისში, სამეგრელოში, აჭარასა თუ ქართლ-კახეთში. სიტყვის და ნიჭიერების პრიორიტეტად გამოცხადებისათვის უდიდესი ნდობა უნდა გამოუცხადოს ქალბატონ სალომეს საქართველოს მოსახლეობამ. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა!

ქართული მწერლობა, სამშობლოსათვის გულანთებული მრავალი ხელოვანი მზად არის გვერდით დაუდგეს ქალბატონ სალომეს თავისი პატროფილური პოზიციისათვის. მართალია, იგი ამ ხალხს წიგნებს ვერ დაუსტამბავს, ვერც "თიბისი ბანკის" მსგავსად უთარგმნის საეჭვო რეპუტაციის თხზულებებს, რომ მერე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამიჭენდნენ თამარ მეფის რუსი ზოოფილი თანამეცხედრეთი ან უნიტაზზე წამოსკუპდნენ ხოლმე, სადაც ახლახან მათი მშობელი დედა მოკალათებულიყო და ამ გზით მიაღწიონ უზნეო ერექციას. აი, ამ ყველაფრის საპირწონედ ჟან-პოლ სარტრის, ალბერ კამიუს, ფრანსუა ვიიონის თუ ფრანსუა რაბლეს ტრადიციებზე აღზრდილი ქალბატონი, გასაკვირია გულში იხუტებდეს "ვეფხისტყაოსანს", სვეტიცხოველს, "ხორუმას", "მრავალჟმიერს?"! სხვანაირათ წამითაც არ უცხოვრია მას გონებანათელ ჯანრი კაშიასთან ერთად. სხვებივით უმამულშვილობით როდი გაუზრდია სახიერი ქალ-ვაჟი.

მეოთხე ფაქტორი

ქალბატონ სალომეს ვაშაძისგან განსხვავებით აკრძალული ილეთებით არ უწევს პენსიონრებთან დასაუბრება ტელეფონით. მის ოპონენტს ეტყობა ბანკებმა მიართვეს კონფიდიციალური საპენსიო სიები ტელეფონის ნომრების თანხლებით. (რაც, შესით, კანონით უნდა ისჯებოდეს) და რეკავს და რეკავს, დილა, შუადღე, სამხარ-საღამო, მაგრამ საქმეს ვერაფერი შველის. და ვერც 200-200 ლარის ჩამორიგებამ გამოიღო უფრო შთამბეჭდავი შედეგი. მეტი შედეგი ვერ გამოიღო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად აქა-იქ მათი თანამოსაგრეების ჩანერგვამ, როგორც ეს მოხდა ზუგდიდში. ეს შედეგი 2 დეკემბერს დარწმუნებული ვარ შარშანდსელი თოვლივით არავის ეხსომება, როცა სამეგრელოში ამ საქმის სათავეში ჩაუდგა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოჯახში გაზრდილი მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და უაღრესად პროფესიონალი, ზნეობრივად უპატიოსნესი და უმეტოქო მამულიშვილი ლაშა გვასალია. ვიცი დაბეჯითებით, კეისარს კეისრისა მიეგება და ღმერთს _ საღმრთო. მაშინ იხილავს ყველ აპირველი ტურის პროცენტების მოკუნტულობას, რადგან მეტი პროპაგანდა გაიშლება თავად "ნაცმოძრაობაზე", (რომელსაც მისი ფანები პატივს მიაგებენ გზების მშენებლობისთვის, ელექტროენერგიის უწყვეტობისთვის, და ა. შ. ამ დროს თვალს არიდებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მათ შეთქმულებას, მის მოსასპობად მიზანმიმართულვერაგულ სვლებს, ადამიანთა უფლებრივ მოსარგალებას, სახელმწიფო კორუფციას და რეკეტს, რიმელ ერთს, რომელ მეასეს და მეათასეს, ანტიადამიანურს თუ ანტიკაცობრიულს!

არ კმარა, გეცოტავებათ?! ინებეთ დამატებით თეზისურად:
მეხუთე ფაქტორი – მშვენიერი და ამაღლებული მანდილოსანია ერთდროულად;

მეექვსე ფაქტორი – თამამია, გაბედული ჟანა დ, არკივით, გნებავთ მაია წყნეთელი დაგვისახელებია.

მეშვიდე ფაქტორი – დაუნჯებული, მარგარეტ თეთჩერის პილიტიკური ხიბლის პოტენციის – ქართველი რკინის ლედი. ამას ჩვენ მერე და მერე უფრო დავინახავთ.

მერვე ფაქტორი – სურამის ციხეში ჩაშენებული სისხლ-ხორცის ჯილაგისაა, მისი გალავნების სიმკვიდრისთვის მზრუნველი და მეოხი. დიახაც, ამ სურამის ციხის ხიმინჯებად შემყენებელია იგი რუსეთ-ამერიკას შორის პრაგმატული ურთიერთობების საწინდრად.

მეცხრე ფატორი – სათნოების განსახიერებაა, ყველაფერთან ერთან ქალური კდემამოსეილების ნიმუში, სხვისი ჭირის და სალხენელის გულთან მიმტანი ძალუმად.

დაბოლოს, მეათე ფაქტორი – არის უმაგალითო პიროვნება, არის სწორუპოვარი პიროვნება, თვითნაბადი მე შუმერების ბედისწერის დაფების კვალობაზე ორ ზღვას შუა საომარი ლელო საქართველოდან!

გური ოტობაია,
მწერალი.

მეტის ნახვა
10-11-2018, 07:00


გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე.

როცა სახლი იწვის, ხალხი იმას ფიქრობს ჯერ ცეცხლი ჩააქრონ და მერე არკვევენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. დღეს ჩვენც ამ სიტუაციაში ვართ, ჯერ თავი უნდა გადავირჩინოთ მერე დავიწყოთ კვლევა, რატომ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ. ვიმეორებ, რა ვითარებაშიც დღეს აღმოვჩნდით, ეს სამწუხაროდ, პირველ რიგში "ქართული ოცნების" ბრალია, მაგრამ მეორე ტურში აუცილებლად სალომე ზურაბიშვილს უნდა მივცეთ ხმა, მერე გავარკვიოთ რა მოხდა, "ქართულ ოცნებას" კატეგორიულად მოვთხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გააუქმოს ნაცმოძრაობა, არ შეიძლება თამაში ასეთ საშიშ ძალასთან. თუ ნაცმოძრაობა მობრუნდა ხელისუფლებაში, არც დემოკრატია გვექნება და არც რაიმე სახის თავისუფლება, კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორია გვექნება, უფრო მეტ ტერიტორიას დავკარგავთ. მე უბრალოდ ხალხის მიკვირს, რაც არ უნდა გაღიზიანებული იყო "ქართულ ოცნებაზე", მეცოცხეებსა და გამაუპატიურებლებს რატომ უნდა მისცე ხმა?!

ვფიქრობ, არჩევნების ამგვარ შედეგს დადებითი მხარეც აქვს, ხომ გაგიგონიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს "ქართული ოცნება". წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, მერე საპარლამენტო არჩევნები მოდის, იქ რომ მიეღო მმართველ პარტიას ასეთი სავალალო შედეგი, მერე უკვე ვეღარაფერს ვიზამდით ხომ? ამიტომ ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. სხვათა შორის, ეს შედეგი შიდა ღალატის ბრალიც იყო. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრებმა გაყიდეს ქალბატონი სალომე, გრიგოლ ვაშაძეზე იმუშავეს, ყველა "სიკეთესთან" ერთად, ღალატთანაც გვაქვს საქმე. მე არასდროს მითქვამს არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა, მაგრამ არც გამილანძღავს და არც ის მითქვამს ვაშაძისთვის დაეჭირათ მხარი. შეიძლება არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ფანი, მაგრამ იმას კარგად ვაცნობიერებდი, რომ არ შეიძლებოდა მისი ლანძღვა, რადგან ამით ნაცების წისქვილზე დავასხამდით წყალს, აბა, სხვა ვინ გაიმარჯვებდა გელა სალუაშვილი თუ თემურ შაშიაშვილი, რომელთა მიმართაც არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ხომ გამოჩნდა ზღაპარი იყო, ვიღაცები რომ ყვიროდნენ (აქ კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდა), ბიძინამ იყიდა ვაშაძე, ჯიბეში უზისო, ისიც კი თქვეს, თან ძალიან "დამაჯერებლად", ბიძინა ვაშაძეს გახდის პრეზიდენტადო. ძალიან მაინტერესებს, სად არის ახლა ეს ხალხი?

მე არაერთხელ მითქვამს მათ შორის, თქვენს გაზეთთანაც, რომ ნაცების ვითომდა გაყოფა იყო ბლეფი, არავითარი გაყოფა არ მომხდარა, ისევ ერთნი არიან, ხომ ხედავთ, ვაშაძე, კოლექტიური ნაცები თავიანთ სატელიტებიანად და "ენჯეოშნიკ"-მედია საშუალებებიანად კვლავ ერთი გუნდია. ცხოველი სისხლს რომ იგრძნობს და დაიგეშება, ესენიც ზუსტად ასე არიან, იგრძნეს რომ შეიძლება რამე გამოდნეს და ბოლომდე დაიგეშნენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. პლიუს ამას უკრაინიდან ჩამოყვანილი ყავთ 500 "ბოევიკი" და სხვა სცენარისთვის ემზადებიან. ახლა რომ გვაჩვენებენ, ახალქალაქში ვიღაცამ სცემა ნაცების წარმომადგენელიო, ესეც დადგმული სპექტაკლია, ამას იმიტომ აკეთებენ ნაცები, რომ მერე თვითონ გამოიყენონ ძალა და თავი იმართლონ, თავს ვიცავდითო. ვიმეორებ, ესენი ყველაფერის მკადრებლები არიან. მე არ ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს ნაცებზე რომ ამბობს, ესენიც ჩვენი ხალხიაო. ფაშისტებიც გერმანელები იყვნენ, იცით, გერმანიაში დღესაც რამდენი ფაშისტური მიმდინარეობებია, რომლებიც ზარზეიმით აღნიშნავენ ჰიტლერისა და ჰებელსის დაბადების დღეებს, მაგრამ გერმანია იმ მოტივით, ჩვენი ხალხიაო, თავზე ხელს არ უსვამს. დღემდე სჯიან ღრმად მოხუცებულ ნაცისტ დამნაშავეებს. რას ნიშნავს ჩვენი ხალხია, მაშინ რატომ აკრძალეს კომუნისტური პარტია, კომუნისტები არ იყვნენ ჩვენი ხალხი, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყანა ფაქტობრივად მათ ააშენეს? ნაცმოძრაობაც უნდა აიკრძალოს, კანონი გვაძლევს ამის უფლებას და საშუალებას, პარტია, რომლის ლიდერებიც ეწევიან ძალადობას, მათ მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენები, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშეობით შეგვიძლია ავკრძალოთ. როდემდე შეიძლება 2012 წლის შემოდგომაზე ბუჩქებში შემძვრალი ნაცმოძრაობა პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ, დავმარხოთ, ამოვთხაროთ, მერე ისევ დავმარხოთ, ისევ ამოვთხაროთ, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?

ამ ტელევიზიებს ეს ექვსი წელი ნაციონალების პიარის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგათ სტუდიებში სულ კოლექტიური ნაცები, მათი სატელიტები და "ობიექტური" უფლებადამცველები სხედან და ახლაღა გაახსენდათ, რომ ნაცმოძრაობა ცუდი ძალაა. ეს ტელევიზიებიც დამნაშავეები არიან, რაიონებში ხალხი ინფორმაციას რომ არ ფლობს სასიკეთო რა გაკეთდა "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. გურიიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლებში, სადაც ცხოვრებაში არ გაყვანილა გზა, სიკეთე არ უნახავს იქაურებს, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღები გაუკეთეს, ამათ კი ნაციონალებს მისცეს ხმა. მითხარით, სად არის ლოგიკა. შე დალოცვილო, ნაცების მმართველობისას კატასტროფულ მდგომარეობაში იყავი, ახლა რაღაც სიკეთეებია და ამას არ აფასებ?

სამინისტროების პრესსამსახურებში ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ, ქვეყანაში უამრავი კარგი გაკეთდა, მაგრამ არაფრის პოპულარიზაცია არ ხდება. ქვეყანა ვითარდება, რაიონებში გზები კეთდება, სკოლები, საბავშვო ბაღები შენდება, უამრავი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა და კაციშვილმა არაფერი იცის, აბა, რა დანიშნულება აქვს პრესსამსახურს თუ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე არ მიიტანეს? ესენი "რუსთავი 2"-ის დღის წესრიგს უყურებენ, სახელმწიფო ტელევიზია გვაქვს, საზოგადოებრივი მაყურებელი, მაგრამ რად გინდათ, ისიც კერძო ტელევიზიების მსგავსად "რუსთავი 2"-ის სწორებაზეა.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ვაშაძე, ხომ ხედავთ უკვე დაპირებებს იძლევა, რომ ყველა ნაცჯალათს შეიწყალებს. კარგი, გადალახა სალომე ზურაბიშვილმა ბარიერი და გახდა პრეზიდენტი, მერე რას ვაკეთებთ? აუცილებლად უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" რიგების გაწმენდა, თვითონვე აღიარეს შიდა მოღალატეები გვყავს და ახალი ხალხი გვჭირდებაო. თუ პარტიაში ყველაფერი კარგადაა, ახალი ხალხი რატომ დაჭირდებოდათ? როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატია. ეს ყველაფერი ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგია, 2012 წელს, ახლად არჩეულ პარლამენტს უნდა ეთქვა, რომ ის არჩევნები გაყალბდა, არადემოკრატიულად ჩატარდა და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნათ. გაყალბების გარეშე ნაციონალები იმდენ ხმებს ვერ მიიღებდნენ, ამიტომ იმ პარლამენტის ამოქმედება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ვიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაა, თორემ სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა, ლარის გაუფასურება და შიმშილობა მერე ნახეთ. ახლახანს ტყიბულიდან დამკავშიიდნენ, თურმე ვიღაცები დარბიან და ხალხს აშინებენ, გრიგოლ ვაშაძეს თუ არ მისცემთ ხმას, შახტები დაიხურებაო. მმართველ პარტიაში პორტირებული ყველა ნაცი ნაცმოძრაობაზე მუშაობს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ, როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე არ არსებობს ყოფილი ნაცი. ზოგი ამ პორტირებულთაგანზე ალბათ გადაღებული აქვთ კომპრომატები, ალბათ ცოცხგაკეთებულიც ჰყავთ გადაღებული. ნაცებმა დააკომპრომატეს, ამიტომ სხვანაირად ვერ იქნებიან. ზოგი შეიძლება არ ამბობს ხმას ნაცმოძრაობას ვაძლევო, მაგრამ მათზე მუშაობს. ყველაზე გამაღიზიანებელი მედროვე პოლიტიკოსები არიან, დავით ჭიჭინაძე გუშინ "ქართულ ოცნებაში" იყო, დღეს ამბობს დემოკრატიისთვის კარგი იქნება თუ მეორე ტურში ვაშაძე გახდება პრეზიდენტიო. მე ვხვდები ვინ ვინ არის და "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაარკვია? თითქმის ყველა რაიონის მერია თუ გამგებელი ნაცია, რანაირად შეეძლო სალომე ზურაბიშვილს ამ პირობებში არჩევნები მოეგო, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ნაცებითაა გაძეძგილი.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-11-2018, 13:30


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდს აკვირდება და ამ დროისთვის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.

საიას განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. მისი განცხადებით, კანდიდატი აუცილებლად მოიგებს და ეს იქნება გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის. მისივე განცხადებით, საზოგადოება არჩევნებზე მივა იმისთვის, რომ ევროპული მომავალი აირჩიოს.

საიას ცნობით, კამპანიაში ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

"აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის გარდა (მიხეილ სააკაშვილი 2016-2017 წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში და საიას არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი მონაწილეობა აგიტაციაში სამართალდარღვევად არ ჩათვალა), იგი 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიძულვილის ენასაც იყენებს. მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: ,,ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი...“ მიხეილ სააკაშვილი ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ იყენებს სიტყვა ,,ჯღანს“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა ჯღანის წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს", - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
imedinews.ge

მეტის ნახვა
6-11-2018, 13:00


„საკადრო პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს"- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა. 
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში ახალგზარდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.


„სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც   დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და  მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში! ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვიდეომიმართვაში ივანიშვილმა პენსიონრებისა და დევნილების მიმართ დახმარების პოლიტიკის გადახედვაზეც ილაპარაკა.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ ძველ მხარდამჭერებსაც მიმართა.

ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.





[video=]

მეტის ნახვა
5-11-2018, 14:30


2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ФСБ-ს ცნობილი პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკო. დასავლეთის პრესა ლიტვინენკოს სიკვდილში პუტინს ადანაშაულებდა, რუსული სპეცსამსახურები – ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის, ესპანეთის პოლიცია კი ლიტვინენკოს მოწამვლაში ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის კვალს ხედავდა.

ФСБ-ს ოფიცრის მოწამვლის გარშემო ვნებათაღელვა არც იყო ჩამცხრალი, რომ ლონდონი კვლავ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში – 2008 წლის 12 თებერვალს ინგლისის დედაქალაქიდან 29 -კილომეტრში, ლაზერჰედში (სურეის საგრაფო) გულის შეტევით გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ოლიგარქის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არავის სჯეროდა, მისი ბუნებრივად გარდაცვალების. “რადგან საქმე გვაქვს სიკვდილთან და გარდაცვლილი მხოლოდ 52 წლისაა, პოლიცია ფიქრობს, რომ სიკვდილი ძალიან საეჭვოა”განაცხადა სურეის საგრაფოს პოლიციის პრესსპიკერმა რუდ კოპერვეიდმა, პატარკაციშვილის მოწამვლაზე, პრესის გარდა, ექსპერტებიც დამაჯერებლად საუბრობდნენ. მისი პირადი ექიმი ირწმუნებოდა, რომ ბადრის გული არ აწუხებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ პატარკაციშვილის სიკვდილში ბერეზოვსკის ხელი ერია. სწორედ მან ნახა ის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.2005 წლიდან სპეცსამსახურების საბრძოლო არსენალში ორკომპონენტიანი შხამები გვხვდება (საცდელ ნიმუშზე ჯერ კიდევ სიკვდილის ექიმის, მაირანოვსკის ლაბორატორიაში მუშაობდნენ).

თავიდან მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ ნეიტრალური ნივთიერება, ხოლო ორი თვის შემდეგ ადამიანი სვამს მეორე ასეთ ნეიტრალურ ინგრედიენტს (მაგ., ფინჯან ჩაის). ორგანიზმში ორი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგად ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში კვდება “ჩვეულებრივი”სიკვდილით” – გულის გაჩერებით… ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა მიხეიილ სააკაშვილი უმძიმეს სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულში. მისი განცხადებით ჯერ კიდევ 2005-წელს მის და სააკაშვილს შორის შემდგარ „გულახდილ“დიალოგში მიშამ მას კითხა რას ფიქრობდა, რომ მოეშორებიათ მთავარი საფრთხე ანუ ბადრი პატარკაციშვილი და გააცნო კონკრეტული მკვლელობის გეგმაც ოქრუაშვილმა როგორც განაცხადა პრეზიდენტს არც ჰო უთხრა და არც არა და მოფიქრებისთვის დრო მოითხოვა რადგან თუ იგი აღნიშნულ დავალებას შეასრულებდა მასაც მოიცილებდნენ. (საოცარი ახსნაა ღმერთმანი)ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში კაცისმკლელები არიან. ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აშშ ს ხელმძღვანელობისთვის შეეცადა ეცნობებინა რათა შეეჩერებიათ სააკაშვილი. „შუამავლად“ამერიკელების კაცი“გენშტაბის ხელმძღვანელი ზაზა გოგავა შეარჩია…

გარკვეული დროის შემდეგ ოქრუაშვილის თქმით პრეზიდენტყოფილმა „ბადრის ჩამოცილების თემა განაახლა“შემდეგ ოქრუაშვილი სტამბულში გაფრინდა და შეხვდა პერსონას რომლის ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვა(ის საქართველოს მოქალაქეც არ ყოფილა) აღნიშნულის შემდეგ უახლოესი მეგობრების და „თანამებრძოლების“გზები ოქრუაშვილის გადმოცემით გაიყარა და სწორედ შემდგომ „ჩამოალაბორანტეს“თავდაცვის მინისტრყოფილი ეკონომიკის მინისტრად, სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდგომ მოწვეულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა ოქრუაშვილმა, რომ არც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა იმ ბინაში სადაც ის რაულ უსუპოვთან ერთად „გაზით გაგუდული“ნახეს… ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ლონდონში დამკვიდრდა, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს, ის თავადაც იყო მმართველ ძალის აქტიური ოპონენტი. ბიზნესმენი კენჭს იყრიდა საქართველოს პრეზიდენტის ხუთი იანვრის არჩევნებშიც.

პატარკაციშვილმა 2002 წელს დააფუძნა ტელერადიკომპანია “იმედი”. ტელეარხი სამართალდამცველებმა 2007 წლის 7 ნოემბერს მასობრივი გამოსვლების აღკვეთის დროს დაარბიეს, რადგან, ხელისუფლების პოზიციით, “ტელეიმედი” ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.
ტელეკომპანიის დახურვას წინ უსწრებდა გირგვლიანის მკვლელობის საქმის გაშუქება. „დროებამ“ ეს თემა მას შემდეგ წამოწია რაც გაზეთმა „ჯორჯიან თაიმსმა“ გირგვლიანის მკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად მოიპოვა და გაახმოვანა. სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო „იმედის“ დახურვის პირველი ნაბიჯი. სწორედ ამ ფაქტის გახმაურებამ (ფაქტისა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ გაზეთმა გამოაქვეყნა, თუმცა რეზონანსი არ მიეცა) გამოიწვია სააკაშვილის და მისი ბანდის უმძაფრესი გაღიზიანება, ბადრი პოლიტიკიდან რომც გამქრალიყო, სააკაშვილი მას მაინც არაფერს აპატიებდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარკაცისვილს ე.წ. ვარდების რევოლუციაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.

იანვარში, გენპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ პატარკაციშვილს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დაადანაშაულა რა, ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებისა და ტერაქტების მომზადებაში. ალბათ ყველას ახსოვს პროკურორყოფილი ნიკა გვარამია მედიის საშუალებით როგორი დამაჯერებლობით აბოლებდა „გადარჩენილი“ქვეყნის საზოგადოებას თუ როგორ გადაარჩინეს ხროვის წევრებმა ქვეყანა… გასულ კვირას საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ეგრედწოდებულ „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი დგებუაძე ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას დგებუაძე ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს, რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდ-ის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. მართალია ჩანაწერებში არ საუბრობენ, მაგრამ სარწმუნო წყაროს ცნობით, მკვლელობის დამგეგმავებისთვის ცნობილი ფაქტი გახლდათ, ისიც რომ პატარკაციშვილი გურმანი იყო და შესაბამისად მის სამსახურში საუკეთესო მზარეულები იდგნენ. ასევე, კარგად დავერბოვკებული და „შეხვეული“ყავდათ ბერეზოვსკი, რომელიც „გიჟდებოდა“მიშას დემოკრატიაზე…

(გაგრძელება იქნება)

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
3-11-2018, 09:00